ქართული ოცნება

კალაძე: ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის მანძილზე არის პირადი თავისუფლება

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო თავისი დამოუკიდებლობის ისტორიის წერა. მე ვარ ბედნიერი, რომ თქვენს მხარდამხარ ამ პროცესში ვმონაწილეობდი და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე ამ დიდ გამარჯვებაში - შიშის, ძალადობის, უკანონობის დაძლევაში. ჩვენ რთული 4 წელი გამოვიარეთ, დიდი დრო უნდა ქვეყნის მოწესრიგებას, ბევრად დიდი დრო უნდა შიშის, უნდობლობის დაძლევას და თავისუფლების მშენებლობას ჩვენს სულებში. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ 4 წლის მანძილზე არის პირადი თავისუფლება. გისურვებთ ყველას, ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, როგორიც დავიმსახურეთ, როგორიც მოვიპოვეთ და როგორსაც შევნატროდით.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი და საარჩევნო სიის მეორე ნომერი კახა კალაძე ქართული ოცნების მმართველობის ოთხ წელს აფასებს.

კომენტარები