გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

თარგამაძე: ეს ნამდვილად აფეთქებაა, დისტანციური მართვის პულტით განხორციელებული

უკანა ნაწილი პრაქტიკულად მთლიანად მოგლეჯილი აქვს მანქანას, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩადებული იყო უკანა ნაწილზე ან აკრული ეს ასაფეთქებელი და როგორც ჩანს, უკან მოგვყვებოდა მანქანით ის, ვინც დააჭირა დისტანციურს. რაღაცები იყო, პირდაპირი მუქარის ზარები არა, უფრო ბინძური რაღაცები, ამას შემდგომში მოგახსენებთ. ყველას უნდოდა, რომ გაზზე ყოფილიყო ჩემი მანქანა, მაგრამ ნამდვილად არ არის გაზზე და ეს ნამდვილად აფეთქებაა და თან დარწმუნებული ვარ, რომ დისტანციური მართვის პულტით განხორციელებული

განაცხადა თარგამაძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო ჩართვისას საკუთარი მანქანის აფეთქებაზე. თარგამაძის მანქანა რამდენიმე წუთის წინ კოლმეურნეობის მოედანთან აფეთქდა

კომენტარები