გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ბოკერია: ყველა საფუძველი არსებობს, რომ ამ აფეთქებას ტერორიზმის დეფინიცია მიეცეს

დეფინიციის მიხედვით, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსზე თავდასხმა, მისი ლიკვიდაციის მიზნით ხალხმრავალ ადგილას, სადაც სხვა ადამიანები შეიძლება დაიღუპნონ, შეიძლება იქნეს დეფიცინირებული როგორც ტერორისტული აქტი. ეს ასე არის. თავისთავად, განზრახ მკვლელობის მცდელობაც არ არის აცდენილი რეალობას, ეს არ ჰგავს სხვა შემთხვევებს, სადაც გახსოვთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობით იწყებდნენ გამოძიებას - აქ არ მოხდა ასე, თუმცა მე არ გახლავართ იურიდიული სპეციალისტი, რომ შევაფასო ასე სწრაფად -  ეს დეფინიცია უფრო სწორია თუ მეორე, თუმცა ყველა საფუძველი არსებობს, რომ ამას ტერორიზმის დეფინიცია მიეცეს.

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია გივი თარგამაძის აფეთქებაზე, რა დროსაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ბოკერიას გადაცემა არჩევანის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ჰკითხა - "შეიძლება თუ არა ამას ტერორისტულ აქტის კვალიფიკაცია მიეცეს, რადგან მოხდა ხალხმრავალ ადგილზე და ეს იყო თავდასხმა პოლიტიკოსზე".

კომენტარები