გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

მეტრეველი: არის თუ არა ენმ ძალა წინასაარჩევნოდ ტერაქტების გათამაშების გამოცდილებით?

კითხვების დასმაც არასერიოზულია? მაგალითად: ვის რაში შეიძლება გამოადგეს თარგამაძის მკვლელობა, ვის წისქვილზე დაასხა წყალი ამ აფეთქებამ? გამოიწვევს თუ არა ეს აფეთქება, ხვალინდელ აქციაზე უფრო მეტი ადამიანის მობილიზებას?როცა ვინმეს აფეთქება უნდათ, ბომბს უკან, საბარგულის ქვეშ ვინ ამონტაჟებს? გაზზეა, თუ არა მანქანა, ამის გასარკვევად საკმარისია, თუ არა მხოლოდ ამ საბარგულში ჩახედვა? ბომბის დამდებს ეს რატომ გაუჭირდებოდა? როცა ადამიანის მკვლელობას გეგმავ, უნდა გაარკვიო, თუ არა წინასწარ, ჩვეულვბისამებრ სად ჯდება ის, წინ, თუ უკან? არის თუ არა"ნაციონალური მოძრაობა" ის ძალა, რომელსაც უკვე აქვს წინასაარჩევნოდ ტერაქტების გათამაშების გამოცდილება? არის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" ის ძალა, რომელმაც 2008 წელს ხურჩაში სწორედ არჩევნების წინა დღეებში ტერაქტი დადგა და მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებას არ მოერიდა? არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ. თორემ, ხომ ხედავთ, მეც თქვენსავით ველოდები გამოძიებას.

პაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი წევრი მერაბ მეტრეველი გივი თარგამაძეზე მომხდარი ტერაქტის შესახებ წერს საკუთარ facebook-ში.

კომენტარები