გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

ჩიხრაძე თარგამაძის აფეთქებაზე: ეს ვერ იქნება განხილული, როგორც რიგითი შემთხვევითობა

როდესაც აფეთქება ხდება ქალაქის ცენტრში, დეპუტატის მანქანაზე ხდება თავდასხმა, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, როგორც რიგითი შემთხვევითობა. ასეთ დროს წინა პლანზე მოდის შეფასება პოლიტიკური თვალსაზრისით და პრეზიდენტმა ამას უწოდა ტერაქტი... ჩვენ ყველანი ამ მოვლენას ვაფასებთ როგორც უმძიმეს მოვლენას, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა. ალბათ, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი ფაქტი წინასაარჩევნო პერიოდს ძალიან აზარალებს თუ უკვე არ დააზარალა. გუშინდელი შემთხვევა მასშტაბით სხვა მოვლენაა, სხვა შემთხვევაა, დეპუტატზე თავდასხმა, მანქანის აფეთქება, თავისი მასშტაბურობით იწვევს შესაბამის შეფასებას.

პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე გივი თარგამაძის მანქანაში აფეთქებაზე.

კომენტარები