არჩევნები 2016

კობახიძე: ენმ არის ბარიერის ზღვარზე, ან გადალახავს 5%-იან ბარიერს ან არა

სწორედ პარტიული ტელევიზია ასრულებს როლს იმაში, რომ დღეს ნაცმოძრაობა არის ბარიერის ზღვარზე, ან გადალახავს ბარიერს ან არა. ზუსტად ამ შეფასების შედეგია, რომ პარტია ნაცმოძრაობა, მისი პარტიული ტელევიზია საუბრობს იმაზე, რომ ბაჩო ახალაია არის თურმე პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პოლიტპატიმარი. კაცი, რომელსაც სასამართლომ სათანადო წესით შეუფარდა სასჯელი, ქართულმა, დამოუკიდებელმა სასამართლომ, იმ სასამართლომ, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ზურაბ ადეიშვილისგან 2012 წელს. ამ სასამართლომ შეუფარდა კონკრეტული სასჯელი ბაჩო ახალაიას კონკრეტული ქმედებისთვის და თქვენ დღეს აცხადებთ, რომ თურმე ახალაია ყოფილა პოლიტიკური ნიშნით დევნილი. საზოგადოება ამას შეაფასებს და შეფასება იქნება ის, რომ თქვენი პარტია ნაცმოძრაობა ან გადაგილახავთ 5%-იან ბარიერს ან არა. 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსთავი ორის გადაცემაში არჩევანი.

კომენტარები