მშვენიერაძე თარგამაძეზე: სწორი იქნება, სახელმწიფომ ძიება დაიწყოს ტერორიზმის მუხლით

როდესაც ხდება საქართველოს პარლამენტის წევრზე თავდასხმა, თან წინასარჩევნო პერიოდში და ხელისუფლებაც არ უარყოფს თავად, რომ ეს შესაძლებელია, წინასაარჩევნო ფონის გაუარესება ან დესტაბილიზაციის მცდელობა იყოს ამა თუ იმ ძალის მიერ, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ეს დანაშაული უნდა შეფასდეს როგორც ტერორიზმი, ამიტომ ბევრად სწორი და ლოგიკური იქნება, სახელმწიფომ ძიება დაიწყოს ტერორიზმის მუხლით.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით რ2-თან საუბრობს. როგორც ცნობილია, გამოძიება დაწყებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. შემთხვევისას დაშავდნენ გამვლელებიც, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები