არჩევნები 2016

პრემიერი: ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო და ამ დიდ საქართველოს გაუმარჯოს

გპირდებით იმას, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება მთავრობის მხრიდან სიყვარულის, ჩვენი ქვეყნის ერთგულების გარეშე გადადგმული. ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც თქვენი გამოხატულება იქნება. ეს არის ხელისუფლება რომელიც ერთიანია. თავის ხალხთან და ამ ერთიანობის დადასტურება კიდევ ერთხელ გვჭირდება 8 ოქტომბერს. მეგობრებო, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ მომავლის საქართველო და ეს მომავლის საქართველო არის ის საქართველო, რომელიც ყველა ჩვენგანს ღრმად გულში გვენატრება და რომლის თაობაზეც ყველა ჩვენგანს ბავშვობაში ჩვენი მშობლები, ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, რომ ოდესმე თურმე დიდი ყოფილა საქართველო და ამ დიდ საქართველოს კიდევ ერთხელ გაუმარჯოს. გაუმარჯოს ღირსებას, გაუმარჯოს თავისუფლებას და გაუმარჯოს სწრაფად ქვეყნის განვითარებას, რომელიც იქნება ღირსებაზე და სიყვარულზე დაფუძნებული.

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვაკის ამომრჩეველთან შემაჯამებელ შეხვედრაზე.

კომენტარები