ვარშალომიძე: ყველამ მივცეთ ხმა და დავამარცხოთ უპატრონობა, რომელიც აჭარაში სუფევს

ყველას მოვუწოდებ, რომ ვიყოთ აქტიურები, მივიდეთ არჩევნებზე. მართლაც მნიშვნელოვანი დღეა არამარტო ქვეყნისთვის, არამედ აჭარისთვის. იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. ასე რომ, ყველა ერთად მივიდეთ, ყველამ მივცეთ ხმა და ყველამ ერთად დავამარცხოთ უპატრონობა, რომელიც დღეს სუფევს აჭარაში. რაც მთავარია, არჩევნები დაიწყო და ყველამ კარგად იცის, რომ ერთი საათია რაც დაწყებულია და უკვე უამრავი საჩივარია დაწერილი. ძირითადი პრობლემები გვაქვს რეგისტრატორებზე, უბნების არაჯეროვნად გახსნაზე, არადროულად გახსნაზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე არჩევნების მიმდინარეობაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები