არჩევნები 2016

პრეზიდენტი: ხმა მივეცი მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს

მინდა, საზოგადოებას მივულოცო დღევანდელი დღე და მოვუწოდო აქტიურობისკენ. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი სამშობლოს სიძლიერისკენ და დემოკრატიულობისკენ. მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობაც და სიმშვიდეც. მე მივეცი ხმა მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და მოფიქრალი პოლიტიკური ძალა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.

კომენტარები