არჩევნები 2016

ბოკერია: არათუ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებთ, არამედ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას

ქვეყანა ამ უმძიმეს ვითარებამდე მიიყვანა ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და ამ არათავისუფალმა, არასამართლიანმა არჩევნებმა და იმ სურათმა, რაც მივიღეთ. ჩვენ არათუ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებთ, გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რათა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც არ შეეგუება ამ პოლიტიკას, გაიზარდოს და იყოს ბევრად უფრო მრავალრიცხვოვანი. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამისთვი ჩვენ ყველა კონსტრუქციულ მეთოდს გამოვიყენებთ. დანარჩენზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმეთა მდივანი გიგა ბოკერია ენმ-ს გეგმებზე.

კომენტარები