არჩევნები 2016

ლომაია: პარლამენტში შესვლა 500 000 ქართველის მინიჭებული მანდატის განხორციელებაა

რა კარგად მახსოვს, ჭანტურია და წერეთელი რომ აცხადებდნენ, უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა კრემლის სცენარიაო, ბალტიაც ამ სცენარით მიდისო. "აირჩიეს" კონგრესი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა უზენაეს საბჭოს (პარლამენტს). მომხრეები სხვადასხვა სიგარეტსაც კი ეწეოდნენ, "კონგრესს" და "პარლამენტს". რითი დამთავრდა ეს ამბავი, ეგეც კარგად მახსოვს, ჩვენთვის და ბალტიელებისთვის. ბრაზი, თუნდაც სრულიად სამართლიანი, ცუდი მრჩეველია. პარლამენტში შესვლა, ნახევარი მილიონი ქართველის მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაა, და რა ოლიგარქის მაქინაციების "გაპრავება". ღრმა პატივისცემით, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საწინააღმდეგო აზრისაა, ენმ არა მხოლოდ უნდა შევიდეს პარლამენტში, ის იქ ქართული დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთ გარანტად უნდა გადაიქცეს. ქუჩა თუ გახდა საჭირო, სად გაიქცევა?

გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი და უშიშროების ყოფილი მდივანი ალექსანდრე (კახა) ლომაია - Facebook-ზე წერს

კომენტარები