პატრიოტთა ალიანსი

თარხან-მოურავი: ჩვენ ვართ მეორე ძალა და არა ნაციონალური მოძრაობა

პარლამენტში ჩვენ შევალთ. იმის მოლოდინი, რომ არ შევალთ, არ უნდა იყოს და პარლამენტში ვიმუშავებთ. ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი ბერკეტი. ყველა ბერკეტს ჩვენ აქამდე ვიყენებდით. ახლა კიდევ ერთი ბერკეტია, პარლამენტშიც ვიმუშავებთ და შევალთ აუცილებლად. მე ვრჩები იგივე აზრზე, რომ ჩვენ ვართ მეორე ძალა და არა ნაციონალური მოძრაობა. ჩვენს ამომრჩევლებში არის სხვადასხვა პოზიცია. ყველა გულგატეხილია. ზოგი კონფრონტაციის მომხრეა, ზოგი თვლის, რომ უნდა მივიღოთ ეს შედეგები, ამიტომ 22 ნოემბერს ყრილობა დაინიშნება, სადაც ჩვენ ვიმსჯელებთ ჩვენს მხარდამჭერებთან ამ თემებზე.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი დავით თარხან-მოურავი.

კომენტარები