არჩევნები 2016

რუხაძე: ნაცმოძრაობის პარლამენტში არშესვლა იქნება უდიდესი შეცდომა

ნაცმოძრაობის პარლამენტში არშესვლა იქნება უდიდესი შეცდომა. მეტიც, სერიოზული უპასუხისმგებლობა. რასაც გაცილებით უარყოფითი გავლენა ექნება ქვეყნის განვითარებაზე და დემოკრატიულ პროცესზე ვიდრე 2008 წელს გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან იგივე ნაბიჯს. მაშინ პარლამენტის ბოიკოტმა სააკაშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციას ვერაფერი დააკლო. სამაგიეროდ ამ ყველაფერს მოჰყვა ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაცია, სააკაშვილისთვის შემაკავებელი ფაქტორის მოშლა და პოლიტიკურ ველზე სერიოზული ვაკუუმის დატოვება, რამაც მიშას ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნების ილუზია გაუჩინა, შედეგად კი მივიღეთ პოლიტიკაში მოსული ივანიშვილი. თუ ნაცმოძრაობა იგივეს გააკეთებს, ამით ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას ვერც ის ვერაფერს დააკლებს, სამაგიერდ სერიოზულად გააფართოებს უკვე არსებულ ვაკუუმს პოლიტიკურ ველზე და შექმნის წინაპირობას პოლიტიკაში გამოჩნდეს ე.წ. "ახალი ივანიშვილი" რომლის გარშემოც ადამიანები კვლავ სიძულვილის პრინციპით "ძველის" დასამარცხებლად გაერთიანდებიან. ამასობაში საქართველო კვლავაც იტრიალებს იმ პოსტ-საბჭოთა ჯადოსნურ წრეზე, რომელსაც სამწუხაროდ დღემდე ვერ გავცდით

პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის ყოფილი წევრი გიორგი რუხაძე - Facebook-ის წევრი.

კომენტარები