არჩევნები 2016

კაპანაძე: არაფორმალურ მმართველობას პლუს საკონსტიტუციო უმრავლესობა ტრაგედიაა

საუბარი არის იმაზე, რომ ეს კლასიკური ევროპული შემთხვევა არ არის, როცა რომელიმე პარტია იღებს კონსტიტუციურ ძალაუფლებას. ეს არის ძალა, რომელსაც მართავს არაფორმალური მმართველი, რომლის ხელშიც არის უზომო ფინანსური რესურსი. ახლა ამას შეიძლება დაემატოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მგონია, რომ ქვეყნისთვის ტრაგიკულად დასრულდება, როგორც დემოკრატიის, ასევე საგარეო კურსის მიმართულებით. მძიმე გადაწყვეტილებაა პარლამენტში შესვლის შესახებ, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ. საჭიროა პოლიტიკური ძალა, ძლიერი ოპოზიცია, რომელიც შიგნით იქნება პარლამენტში. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, უბრალოდ რომ წარმოვადგინოთ საქართველოს მოსახლეობა. ჩვენთვის ეს იქნება დამატებითი პასუხისმგებლობა, სადაც ივანიშვილს აბსოლიტური უმრავლესობა აქვს

ენმ-ის წევრი სერგი კაპანაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები