არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: ჩვენი ბრალი არაა, რომ ივანიშვილი პოლიტიკური კულტურით ვერ გვეწევა

ბიძინა ივანიშვილმა ნომერ პირველ პარტნიორზე - რესპუბლიკელებზე და ნომერ მეორე პარტნიორზე - თავისუფალ დემოკრატებზე თქვა უარია და ივანიშვილის პარტნიორი დღეს არის ფსევდოპატრიოტები ირმა ინაშვილისა და თარხან-მოურავის სახით. პროდასავლური, დემოკრატიული, თავისუფლებაზე ორიენტირებული პოლიტიკური წარსულის მქონე ძალების წრეში ივანიშვილი აღმოჩნდა არაკონკურენტუნარიანი. არ არის ლევან ბერძენიშვილის ბრალი, თუ თავის დროზე მან ბევრი წიგნი წაიკითხა, არ არის რესპუბლიკელების ბრალია, თუ პოლიტიკური კულტურით ბიძინა ივანიშვილი ვერ დაგვეწია, ან ირაკლი ალასანიას ვერ დაეწია

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები