არჩევნები 2016

ბერძენიშვილი: მხარი დაუჭირეთ მათ, ვინც საკონსტიტუციო უმრავლესობას აგვარიდებს

მეორე ტურში კონკრეტულ ოლქში კონკრეტული ადამიანები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგალითად, ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში - კობა ნარჩემაშვილი თუ გიგი წერეთელი - აქ მე კობა ნარჩემაშვილის წინააღმდეგ ვარ და რომ ვიყო ქუთაისის იმ ოლქის ამომრჩეველი, ხმას მივცემდი ნარჩემაშვილის წინააღმდეგ იმის მიუხედავად, რომ არავის ნაციონალური მოძრაობის და მანამდე მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლის იმხელა უწყვეტი გამოცდილება არ აქვს, რაც გვაქვს რესპუბლიკურ პარტიას იმიტომ, რომ ჩვენ მოქალაქეთა კავშირიდან ამოზრდილები არ ვართ. ახლა ერთმანეთის პოლიტიკური ბიოგრაფიები დავუტოვოთ ერთმანეთს. საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არის სახიფათო. იმ ადგილებში, სადაც იქნება ეს ნაციონალური მოძრაობის თუ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი (ჭიათურაში თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელია მეორე ტურში), დაუჭირეთ მხარი უკეთეს ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურად მოგვცემენ საშუალებას, რომ არ იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პოლიტიკური ძალის ხელში.

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი გადაცემა არჩევანში.

კომენტარები