რუსული ოკუპაცია

ატამბაევი ოკუპაციაზე: საჭიროა მოლაპარაკებები, სამხედრო გზით პრობლემა არ გადაიჭრება

ჩვენ ამ თემაზე საქართველოს პრეზიდენტთან საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. მე ყოველთვის მოლაპარაკებების გზით მოგვარების მომხრე ვარ. არ არსებობს საკითხი, რომელთა გადაჭრა მოლაპარაკებების გზით შეუძლებელია. დამიჯერეთ, მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც ორი რევოლუცია გაიარა, უკრაინას ერთი ვერ გაუვლია. 2010 წელს ჩვენს მაიდანზეც 100-მდე ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ეს გავიარეთ, მაგრამ არ დაგვირეკავს მოსკოვში ან ვაშინგტონში. ჩვენთანაც მოხდა საოლქო ადმინისტრაციების დაკავება, მე არსად დამირეკავს, თავად წავედი იქ, ყველა საკითხს თავად ვწყვეტდი, ყველა საკითხი მოლაპარაკებებით უნდა გადაწყდეს, სამხედრო გზას მხოლოდ ჩიხამდე მივყავართ. მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად მინდა ვთქვა, რომ ყირგიზეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, რადგან ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ფუნდამენტური პრინციპი უნდა იყოს. სამწუხაროდ, მე ვთვლი, რომ არასდროს არ არის ისე, რომ მომხდარში მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე. ვფიქრობ, არ იყო ყველა ნაბიჯი გადადგმული, როგორც ჩანს, ზოგჯერ საჭირო იყო საკუთარი სიამაყის დაძლევა და არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რაც ახლა გაგვაჩნია. მგონია, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ვფიქრობ, რომ დღესაც არ უნდა გვქონდეს პოზიცია - "შენ სულელი ხარ". საჭიროა მოლაპარაკებებზე გადასვლა, სამხედრო გზით პრობლემა არ გადაიჭრება.

ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ოკუპაციაზე, საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. (რუსთავი ორის თარგმანი).

კომენტარები