საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

კვაჭანტირაძე რეზოლუციაზე: სხვა შეხვედრის გამო, დარბაზში არ ვიმყოფებოდით

რაც შეეხება გუშინდელ რეზოლუციას, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, რაზეც ჭორიკნებმა ერთი ამბავი ატეხეს.

კენჭისყრის დროს ჩვენი დელეგაცია შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა და შესაბამისად დარბაზში არ ვიმყოფებოდით, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტზე კი უკრაინელების ყველა შესწორებას დავუჭირეთ მხარი და გუშინ რეზოლუცია სწორედ ისეთი სახით გავიდა, რასაც მხარი დავუჭირეთ კომიტეტზე. სავჩენკო დამეთანხმა, რომ უკრაინის დელეგაციას მეტი ორგანიზებულობა და აქტიურობა მართებდა კენჭისყრაზე მომხრეთა (მათ შორის ჩვენი) კონსოლიდაციისთვის. დიახ, ეს მიღებული პრაქტიკაა აქაც. ქვეყანა, რომელსაც ინტერესი აქვს საკუთარი რეზოლუცია გაიტანოს ამაზე მუშაობს აქტიურად. ჩვენთვის უკრაინელებიდან არავის მოუმართავს გუშინ არ გამოგვრჩენოდა კენჭისყრა დატვირთული დღისწესრიგის გამო. როგორც გითხარით არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ ზემიხსენებულ კომიტეტზე მაინც აქტიურად დავუჭირეთ უკრაინელებს მხარი ყველანაირი თხოვნის გარეშე. დღეს კი ნადია სავჩენკოს თხოვნასაც ასევე სიამოვნებით გამოვეხმაურეთ და წერილობით რეზოლუციებს მივუერთდით ჩვენი ხელმოწერებით.

ვინც ამ თემაზე სპეკულირება მოინდომა, უბრალიდ უსინდისოა. იგი ცდილობს ამ თითიდან გამოწოვილი თემით გადაფაროს სტრასბურგში მიღებული უაღრესად პოზიტიური მესიჯები და მოლოცვები წარმატებულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო. ამაზე სხვას ვეღარაფერს გეტყვით. აღარაფერია სათქმელი.

ქართული ოცნების წევრი ზვიად კვაჭანტირაძე PACE-ში უკრაინის მხარდამჭერ რეზულუციებზე. ცნობისთვის, ქართულ დელეგაციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კომენტარები