საქართველოს პარლამენტი

ქანთარია: იქნება რაღაც საკითხები, სადაც პატრიოტთა ალიანსთან თანხვედრაში ვიქნებით

ბუნებრივია, მათ უნდა გამოიყენონ ეს ტრიბუნა, უნდა მოახერხონ გადაწყობა, ისინი ქუჩიდან შემოდიან პარლამენტში, ამაში არაფერი ცუდი არ არის, ჩვენც ქუჩიდან შევედით, 2006 წლიდან სხვადასხვა ორგანიზაციები ვიდექით ხოლმე ქუჩაში და ვიბრძოდით. პარლამენტის ატმოსფერო აბსოლუტურად სხვა არის და მე დარწმუნებული ვარ, ეს ექვსი ადამიანი მოახერხებს, შეიტანონ წვლილი საპარლამენტო ცხოვრებაში, იქნება რაღაც საკითხები ისეთი, რომელშიც ბუნებრივია, ჩვენ თანხვედრაში ვიქნებით, რაღაც გარკვეული საკითხები, ალბათ.

ქართული ოცნების წევრი ნუკრი ქანთარია პატრიოტთა ალიანსთან თანამშრომლობაზე.

კომენტარები