არჩევნები 2016

ხუხაშვილი: სახალხო ლეგიტიმაციის კუთხით ენმ-მ წინ წაიწია, ოცნებამ უკან დაიხია

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ძალაუფლების განმტკიცების კუთხით, ამ კუთხით ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ მიიღო პოზიტიური შედეგი, იმიტომ, რომ მაღალი ალბათობით, მათ აქვთ შანსი, მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა. რაც შეეხება ლეგიტიმაციის, ანუ დემოკრატიის კუთხით, ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ისმის კითხვები, იმიტომ, რომ მისმა მთავარმა ოპონენტმა თავისი ელექტორატი გაზარდა და შესაბამისად, ის გაძლიერდა, გარკვეულწილად იმუნიტეტი გამოიმუშავა პოლიტიკურ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარე მუდმივად მის გაქრობაზე საუბრობდა. თვითონ ქართული ოცნების შედეგი ამ არჩევნებზე იყო უფრო დაბალი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის შედეგი 2012 წელს, სადაც ენმ დამარცხდა. ერთია სახალხო ლეგიტიმაციის კუთხით, მე ვფიქრობ, რომ წინ წაიწია ენმ-მ და უკან დაიხია ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ძალაუფლების კუთხით მოიგო ქართულმა ოცნებამ და სავარაუდოდ, ენმ ნაკლები წარმომადგენლობით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არჩევნებზე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები