არჩევნები 2016

აბესაძე: ივანიშვილი აბსოლუტურ ძალაუფლებას ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს

ჯერ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და უკვე საუბრობენ, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი უნდა შეიცვალოს და პრეზიდენტი აღარ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ. ის, რომ ივანიშვილს გასული 4 წლის განმავლობაში არ ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ის, რომ მშვიდობიანად გადაიბარა ხელისუფლება, ეს ყველაფერი ქმნიდა გარემოს, სადაც ჩვენ შევძელით და ქვეყნის იმიჯის ნაკლებ დამანგრეველი ნაბიჯის გადადგმის უფლება მივეცით ივანიშვილს. თუკი ჩვენ გვეყოლება ივანიშვილი აღჭურვილი აბსოლუტური ძალაუფლებით, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქვია, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ის ამ ნაბიჯებს აუცილებლად გადადგამს და აუცილებლად ეცდება, რომ ძალაუფლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს

ენმ-ის წევრი ირაკლი აბესაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები