საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

კანდელაკი რეზოლუციაზე: ქართული ოცნება იქცევა ისე, როგორც რუსეთის სატელიტი

დისკუსიაზე არდასწრება და ამ რეზოლუციებისთვის ხმის არმიცემა არის არა მხოლოდ ამორალური, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ინტერესებს და ადასტურებს, რომ, რეალური საქმით, ქართული ოცნება, სამწუხაროდ, ამ და სხვა შემთხვევებშიც იქცევა, როგორც რუსეთის სატელიტი.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი PACE-ში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებზე. აღსანიშნავია, რომ ქართულ დელეგაციას (მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე და ზვიად კვაჭანტირაძე) კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ზვიად კვაჭანტირაძის განმარტებით, ისინი შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ და დარბაზში ამიტომ არ იმყოფებოდნენ.

კომენტარები