საქართველო-უკრაინის ურთიერთობა

რატიანი რეზოლუციაზე: ხელისუფლება კიდევ უფრო გადაიხარა რუსეთისკენ

ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ღალატი, რაც ძვირად დაუჯდება საქართველოს. ჩვენი ხელისუფლება ამ დღეებში ძალიან ცუდად იქცევა საერთაშორისო ასპარეზზე და ის კიდევ უფრო გადაიხარა რუსეთისკენ. რაც გააკეთა საქართველოს დელეგაციამ, სამარცხვინოა.

ენმ-ის წევრი სერგო რატიანი PACE-ში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებზე. აღსანიშნავია, რომ ქართულ დელეგაციას (მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე და ზვიად კვაჭანტირაძე) კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ზვიად კვაჭანტირაძის განმარტებით, ისინი შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ და დარბაზში ამიტომ არ იმყოფებოდნენ.

კომენტარები