არჩევნები 2016

იან კელი: ვგმობთ ძალადობისა და დაშინების ფაქტებს არჩევნებზე

არჩევნებმა გამოხატა ქართველი ხალხის ნება. ჩვენ შეშფოთებული ვართ დარღვევების გამო, რის შესახებაც მოვისმინეთ. კონკრეტულად, ძალადობისა და დაშინების ფაქტების გამო, რასაც ვგმობთ. ვფიქრობთ, რომ ძალადობის ასეთი ინციდენტები სრულიად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, განსაკუთრებით არჩვნების დღეს. რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ ამ ძალადობისა და დაშინების ფაქტების გამოძიება ხელისუფლების ვალდებულებაა. ვფიქრობ, მარნეულის შემთხვევა იყო ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი, რადგან ადგილი ჰქონდა ძალადობას და დაშავდნენ პოლიციელები. ეს ინციდენტები ზედმიწევნით უნდა იყოს გამოძიებული. მალე არჩევნების მეორე ტურია და ის არ შეიძლება ჩატარდეს დაშინებისა და ძალადობის ატმოსფეროში, ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება გამოიძიებს ამ ინციდენტებს სამართლიანად და დაბალანსებულად. 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრობს. რუსთავი 2-ის თარგმანი.

კომენტარები