ქართული ოცნება

ლეკიშვილი: დარწმუნებული ვარ ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიში არ იქნება

კარგი იქნებოდა კიდევ ორ პარტიას მაინც გადაელახა 5%-იანი ბარიერი, მაგრამ რადგანაც ასე არ მოხდა და იმ რიტორიკიდან გამომდინარე რომლითაც გამოირჩევიან ზოგიერთი დამარცხებული პარტიები, ჩამომიყალიბდა აზრი რომ აუცილებელია ოცნებამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, დარწმუნებული ვარ ეს საშიში არ იქნება, 4 წელმა დაგვარწმუნა რომ ეს არ არის აგრესიულად მოაზროვნე ძალა და არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს რომლებიც საზიანო იქნება ქვეყნისთვის, ყოველ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა დამბალანსაბლებლად არ გამოდგება. ამ როლს თუ საჭირო იქნება საზოგადოება შეასრულებს. ამიტომ პირიქით, მეორე ტურში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ოცნების კანდიდატებს დაუჭიროს მხარი.

Facebook-ში წერს თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი.

კომენტარები