არჩევნები 2016

წულუკიანი: ქართული ოცნების კომფორტული უმრავლესობისთვის II ტური გადამწყვეტია

მეორე ტური არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას პარლამენტში ჰქონდეს კომფორტული უმრავლესობა, თუნდაც იმისთვის, რომ მისთვის სასურველი მთავრობა დაამტკიცოს, კანონები მიიღოს, მათ შორის, ორგანული კანონები. ნუ მოუსმენთ იმ უსაფუძვლო პანიკის მცდელობებს, რომ თითქოს საშიშია ქართული ოცნების მაღალი ხარისხით წარმატება, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე მეორე ტურზე, რადგან მეორე მხარეს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი ბოლომდე მობილიზებული იქნება. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე.

კომენტარები