არჩევნები 2016

ჩიხრაძე: ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხე

რაც შეეხება მეორე ტურში ამომრჩევლის მობილიზებას, ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ამომრჩეველი იყოს აქტიური, მან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მეორე ტურებში, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ რომელიმე კონკრეტული კანდიდატების მხარდამჭერი კამპანია. პრეზიდენტი არ ჩარეულა წინასაარჩევნო კამპანიაში, არც ერთი მიმართულებით, არც ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად არ მიმართავს საზოგადოებისთვის და ჩვენ ამას არც ახლა გავაკეთებთ და ამიტომ ბუნებრივია ყველა კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით, ამომრჩეველი თავად ჩამოყალიბდება თუ როგორი გადაწყვეტილება მიიღოს და გაითვალისწინოს ის საფრთხეც, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მრჩეველი, ფიქრია ჩიხრაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში

კომენტარები