არჩევნები 2016

ჩიხრაძე: ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა დარჩეს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არ დარჩეს კითხვის ნიშნები, თუნდაც ამ ბათილ ბიულეტენებთან დაკავშირებით, რომელიც გამორჩეულად გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და დღეს როგორც ჩანს ცოტა ჩამორჩება იმ მაჩვენებელს, თუმცა მაინც ძალიან ბევრია. ამას არავინ არ უარყოფს, უმრავლესობის წარმომადგენლებიც კი. ჯერ კიდევ ადგილობრივი არჩევნების დროს, უწყებათა შორის კომისიაში, მე თავად ვმონაწილეობდი ამ კომისიის მუშაობაში და ჩვენ ვითხოვდით, რომ შერჩევითად გახსნილიყო გარკვეული უბნები და ჩვენ დაგვენახა, შეგვესწავლა და ანალიზი მოგვეხდინა, თუ რაში მდგომარეობს ამ ბათილი ბიულეტენების გაზრდის მიზეზი, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რადგან ეს ისევ განმეორდა, მე ვფიქრობ, აუცილებელია ცხადი პასუხები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე - ეს არის მართლაც ტოტალური გაუთვითცნობიერებლობა ამომრჩევლისა, რომელიც რატომღაც ხაზავს რამოდენიმე პოლიტურ ძალას, თუ საქმე გვაქვს რაიმე მანიპულაციასთან, რაც ადვილი დასადგენია. მე ვერ ვილაპარაკებ, რომ ტოტალური გადახედვა უნდა მოხდეს, არჩევნების შედეგები უნდა გადაიხედოს - ეს სასამართლოს საქმეა. მაგრამ ის, რომ ამასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხი უნდა მივიღოთ და კითხვის ნიშნები მოვხსნათ, ამაზე 2 აზრი არ არის. ცესკო ერთისმხრივ თავად უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ მსგავსი კითხვები არ არსებობდეს და მეორემხრივ, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და ამ საკითხთან დაკავშირებით ცხადი განმარტებები უნდა გააკეთოს.

კომენტარები