გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

კახიძე თარგამაძის საქმეზე: ამას ოპოზიციური პარტიის გასანადგურებლად იყენებენ

ასეთ ბოდვაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. აფეთქების დღესვე ქართული ოცნების წევრების მხრიდან ჩვენ ვისმენდით თვით აფეთქების ვერსიებს, შემდეგ პრემიერმა გაიშვირა ხელი უცხო ქვეყნისკენ. ამ ვერსიას რომ ისინი ამზადებდნენ და ეს აფეთქება ძალიან საეჭვოდ რომ დაემთხვა არჩევნებს, ეს ნამდვილად აჩენს კითხვებს. ნუკრი ქანთარიას არ უნდა ჰქონდეს, წესით, საქმის დეტალებზე წვდომა, ამიტომ საინტერესოა, საიდან აქვს ეს ინფორმაცია. ეს არის გამოყენება ამ შემზარავი აქტის. ამის გამოყენებას ტრადიციულად ცდილობენ ოპოზიციური პარტიის გასანადგურებლად, ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა

ენმ-ის წევრი ოთარ კახიძე გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე ქართული ოცნების წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებას ეხმაურება. ქანთარიას თქმით, "ყველა კვალი ოდესამდე მიდის".

კომენტარები