ე.წ კაბელების საქმე

ალასანია: უდანაშაულოების ციხეში მძევლად დატოვების პოლიტიკური საჭიროება აღარაა

პოლიტიკური საჭიროება აღარ არის უდანაშაულო ადამიანების მძევლად ციხეში დატოვების. ვიმედოვნებ, რომ მიიღებს სასამართლო შესაბამის სამართლიან გადაწყვეტილებას ან პრეზიდენტი მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, იმედი მაქვს. ამ ადამიანებს არანაირი შეხება ამ ფულთან და თანხებთან არ ჰქონიათ, ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, ეს ბევრ დასკვნაში, მათ შორის, დიდი ავტორიტეტის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნაში, მათ შორის სახალხო დამცველის დასკვნაშიც ასახულია. ამ ადამიანებს არ ჰქონდათ იმ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა, რაც არის ინკრიმინირებული. ბოროტებაა, რომ დღეს ეს ადამიანები ციხეში არიან, უდანაშაულო ხალხი. ეს უდიდესი ბოროტება და ტრაგედიაა

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია ე.წ კაბელების საქმეზე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები