არჩევნები 2016

ბოკერია: არაადეკვატურია, როცა მთავრობას ყველა ჯგუფის უკან ენმ-ის ხელი ელანდება

არაადეკვატური, საშიში და არაჯანსაღია, როდესაც ქართული ოცნებისნაირი პარტია, ყველა მეთოდით, ძალადობით და ა.შ., მაინც იღებს ხმების ნახევარზე ნაკლებს. და აპირებს, დააკომპლექტოს პარლამენტის ¾-ზე მეტი. შემდეგ ეს გამოიყენოს იმისთვის, რომ თუ მოუნდა, გააუქმოს საპრეზიდენტო არჩევნები, აწიოს გადასახადები რეფერენდუმის გარეშე, უსაზღვრო ვალები აიღოს ყოველგვარი კონტროლის გარეშე და ერთ კაცს შუშის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი გააკეთოს, რაც მოუნდება. ეს არის საშიში და არაადეკვატური.

ასევე საშიში და არაადეკვატურია, როდესაც მთავრობას ყველა ჯგუფის უკან, ადამიანების [სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი] უკან, თუნდაც ისეთების, ვინც კრიტიკულია, ელანდება ნაციონალური მოძრაობის ხელი. ესეც არაჯანსაღია. ამიტომ, ყველას ამოცანაა დღეს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ერთი კაცის ხუშტურზე სიარული არ დავუშვათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები