არჩევნები 2016

სააკაშვილი: მე არ მითქვამს, რომ I ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში

მე არასდროს, წინასაარჩევნო გამოსვლებში არ მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში. პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს - რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩვენი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში. ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის ნათელი - ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და შემდეგ უკვე, ვაპირებდი ჩამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე, არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა - უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის და ამაზე რეაგირება როგორ უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი ლიდერების და აქტივისტების გადასაწყვეტი, იმიტომ, რომ ისინი უკეთესად ხედავენ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ცნობისთვის, 1 ოქტომბერს, აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე სააკაშვილმა თქვა, რომ "ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და არჩევნების შედეგების დაცვას იმიტომ, რომ [ივანიშვილს ჩემი ჩასვლის] პანიკურად ეშინია. ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, აუცილებლად უნდა გავუკეთო ის, რისიც მას პანიკურად ეშინია".

კომენტარები