საკონსტიტუციო სასამართლო

კანდელაკი: ბოლო მომენტში მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება

სამწუხაროდ, ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები და, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლო უაღრესად დასუსტდა. საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო მომენტამდე უწევდა წინააღმდეგობას ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ბოლო მომენტში მოხდა ამ ინსტიტუტის პარალიზებაც. იმისათვის, რომ ბოლომდე არ ჩამოიშალოს ინსტიტუტები, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოც, იმისთვის, რომ ერთი კაცის ხუშტურებზე არ მოხდეს ჩვენი კონსტიტუციის და ცხოვრების გამოჭრა, აუცილებელია, ყველა მივიდეთ მეორე ტურებზე და არ მივცეთ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარე ზაზა თავაძეზე.

კომენტარები