არჩევნები 2016

ჩიქოვანი: მიუღებელია ენმ-ის სასარგებლოდ წარმოებული კამპანია სამეგრელოში

ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, ჩემი და ჩემი შტაბის წევრების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის თითქოსდა, მხარდაჭერის შესახებ, რაზეც მინდა განვმარტო - 2009 წელს საჯარო სამსახურიდან ჩემი პოლიტიკაში მოსვლა განპირობებული იყო ჩემი განზრახვით, დავპირისპირებოდი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას და განსაკუთრებით, იმ ვითარებას, რაც შექმნილი იყო სამეგრელოში. 2012 წელს კი ჩემთან ერთად, თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი ღიად თუ უპირისპირდებოდა მათ ამ რეგიონში. ყოველივე ზემოაღნიშნული გამორიცხავს ჩემს მხარდაჭრას ამ პარტიის მიმართ. ჩემთვის მიუღებელია ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შიშით ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ წარმოებული კამპანია სამეგრელოში. იმედი მაქვს, რომ არ განმეორდება არც კორცხელი, არც ჯიხაშკარი და არჩევნების მეორე ტური აჩვენებს, რომ სამეგრელო არ არის არცერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ძალადობისა და პოლიტიკური მანიპულირების საგანი.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი. ის ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი იყო.

კომენტარები