განმეორებითი არჩევნები

ბესელია: ბევრი ამომრჩეველი ვნახე, ვინც უბრალოდ არ იცოდა სად უნდა შესულიყო

მე რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიყავი შიგნით (მარნეულის 48-ე სააჩევნო უბანი), როგორც წარმომადგენელი და პროცესს ვაკვირდებოდი. მე ვერ დავინახე, რომ კომისიი წევრები, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ მიუთითებდნენ ამომრჩეველს ვისთვის მიეცა ხმა. რამდენიმე ამომრჩეველი იყო განსაკუთრებით ხანდაზმული, რომლებმაც არ იცოდნენ ხმის მიცემის პროცედურები, ბიულეტენი როგორ უნდა აეღოთ, სად უნდა შეეტანათ და ითხოვდნენ დახმარებას. ჩემი შიგნით ყოფნის პერიოდში, ბევრი ამომრჩეველი ვნახე, რომელმაც უბრალოდ არ იცოდა სად უნდა შესულიყო, ბიულეტინი როგორ უნდა აეღო და ითხოვდა დახმარებას და მათ განუმარტეს პროცედურის შესაბამისად.  

პარტია ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს წევრის ეკა ბესელიას კომენტარი იმის შესახებ, რომ მარნეულში მიმდინარე განმეორებით არჩვენებზე ზოგიერთი ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს არა საარჩევნო კაბინაში არამედ რეგისტრაციის მაგიდაზე აფიქსირებს.

კომენტარები