განმეორებითი არჩევნები

აბესაძე: დღეს თავი იჩინა საარჩევნო ადმინიტრაციების არაკომპეტენტურობამ

დღევანდელ საარჩევნო დღეს ისევე, როგორც პირველი ტურის განმავლობაში, თავი იჩინა საარჩევნო ადმინიტრაციების არაკომპეტენტურობამ. იყო ძალიან ბევრი პროცედურული დარღვევები, ასევე ძალიან დიდი მობილიზაცია სახელმწიფო მოხელეების და სხვადასხვა გაურკვეველი უცხო ადამიანის საარჩევნო უბნებთან. როგორც ჩანს ხელისუფლება კვლავ ცდილობს დაშინებას ან სხვაგვარ ზემოქმედებას ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე. მიუხედავად ამისა ჩვენ ვიმედოვნებთ და დარწმუნებულებულები ვართ, რომ საარჩევნო პროცესი ჩაივლის მშვიდად. ამომრჩეველი გამოხატავს საკუთარ ნებას და ოთხივე უბანზე გავიმარჯვებთ დამაჯერებლად. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირაკლი აბესაძე მარნეულში და ზუგდიდში მიმდინარე განმეორებითი არჩევნების შესახებ.

კომენტარები