არჩევნები 2016

რატიანი: სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება გარკვეულწილად დამაზიანებელია

ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში, ჩვენ ვიბრძოლებთ მეორე ტურებში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს და იქნებოდა ძალადობა, იქნებოდა დაშინება. ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ქალბატონი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას, ვფიქრობ, რომ მეორე ტურის წინ არის სამწუხარო და გარკვეულ წილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის ის რეგიონი, რომელშიც ჩვენ როგორც წესი გვქონდა მაღალი ალბათობა გამარჯვების. მე მესმის, რომ ემოციურად ძნელი იყო ყველაფერ იმის ხილვა, რაც მოხდა ზუგდიდში, ოღონდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ძალების კონცენტრაცია და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, ის რომ პასუხისმგებლობა არ ავიღოთ იმაზე, რომ ივანიშვილს შესაძლებელია ქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი სანდრა რულოვსის გადაწყვეტილების შესახებ.

კომენტარები