არჩევნები 2016

მელია რულოვსზე: არ არის ლამაზი ჟესტი, რაც მან გააკეთა

ჩემთვის, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი წევრისთვის, ნამდვილად გულსატკენია რომ ქალბატონი სანდრა ასე უყურებს ამ პროცესს, რომ განერიდოს ბრძოლის ამ ეტაპს. ეს ჩემთვის მიუღებელი გახლავთ. მე ახლა ვიმყოფები ზუგდიდში და ვაგრძელებ ბრძოლას მილიარდელ ივანიშვილის წინააღმდეგ, იმ უთანასწორო ბრძოლაში. რასაც ადგილი აქვს 2012 წლიდან და ბუნებრივია, ეს ბრძოლა 2016 წელსაც არ იქნებოდა ადვილი. ვიმყოფები ზუგდიდში, სადაც ჩვენი გუნდის წევრმა, პირველივე ტურში გაიმარჯვა. არ არის ლამაზი ჟესტი, რაცა მან გააკეთა. მე ვაპირებ ბრძოლას , მანამ სანამ ივანიშვილი არის სადავეებთან. ჩვენ არ გვაქვს უფლება ბრძოლაზე ვთქვათ უარი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სანდრა რულოვსის გადაწყვეტილებას ეხმიანება.

კომენტარები