თავისუფალი დემოკრატები

გოგუაძე ყოფილ წევრებზე: ნათელი გახდა, რატომ გაიყო ამ ადამიანების და პარტიის გზები

გუშინ მოვისმინეთ ყოფილი თანაგუნდელისგან ღია განცხადება, რომ ის მზად არის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ხელისუფლებაში დასაქმებისთვის. ჩვენთვის, თავისუფალი დემოკრატებისთვის ეს არის პრინციპულად მიუღებელი, რადგან ჩვენ ქართული ოცნების ხელისუფლებასთან პრინციპულ ოპოზიციაში წავედით. ხელისუფლებასთან, რომელსაც ჰყავს პოლიტიკური პატიმრები კაბელების ბიჭების სახით, რომელსაც ჰყავს დამორჩილებული სასამართლო, მან სასამართლო მურუსიძეს ჩააბარა, რომელმაც შეტევა განახორციელა დამოუკიდებელ მედიაზე და ალბათ, არჩევნების შემდეგ ეს შეტევა გაგრძელდება. ასე რომ, ჩვენ ხელისუფლების პრინციპული ოპოზიცია ვართ. ამიტომ, საზოგადოებისთვის დღეს უკვე ნათელი გახდა, რატომ გაიყო ამ ადამიანების და პარტია თავისუფალი დემოკრატების გზები.

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე ყოფილი თანაპარტიელების - ზურაბ აბაშიძის, დავით ონოფრიშვილის და გია ცაგარეიშვილის განცხადებებზე. მათ ამომრჩეველს ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ამასთან, ზურაბ აბაშიძის თქმით, ის ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს.

კომენტარები