ყოფილი თავდემები

ცაგარეიშვილი: თანამშრომლობაზე არავისთან არავითარი შეთანხმება არ მქონია

რაც შეეხება თანამშრომლობას, არავისთან არავითარი შეთანხმება არ მქონია. არ მივსულვარ ბატონ ვოლსკისთან იმიტომ, რომ ბრიფინგი გამართულიყო, არ მივსულვარ იმიტომ, რომ ოთახიდან გამოვსულიყავი თანამდებობით. მე ჯერჯერობით ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი. ამის შემდეგ აღარ ვიქნები საჯარო პირი, აქტიური პოლიტიკაში არ ვიქნები. სად ვიქნები, არ ვიცი.

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი დღევანდელ ბრიფინგზე. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების წევრ გია ვოლსკის შეხვდა, ხოლო გუშინ ამომრჩეველს მოუწოდა, მეორე ტურში მხარი ქართულ ოცნებას დაუჭირონ.

კომენტარები