ქართული ოცნება

ხუხაშვილი: თუ კვირიკაშვილი ისევ სიყვარულზე გველაპარაკა, ეს არაჯანსაღი ვითარებაა

მთავარია, ვიგრძნოთ, რომ ინსტიტუტები მართავენ ამ ქვეყანას, რომ კვირიკაშვილია ნამდვილად ლიდერი, ის იღებს გადაწყვეტილებებს და, შესაბამისად, ის იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებებზე. თუ იგივე კაბინეტი, ყველაფერი იგივე შენარჩუნდა, კვირიკაშვილი ისევ სიყვარულსა და აგუგუნებულ საქართველოზე გველაპარაკა და მეტი არაფერი არ მოხდა, მთელი პრეტენზიები წავიდა სხვა მხარეს, რაც არ უნდა დაშავდეს ამ ქვეყანაში და კვირიკაშვილზე არავის ექნება ეჭვი, რომ მან დააშავა რამე, ეს არაჯანსაღი ვითარებაა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები