ქართული ოცნება

ხუხაშვილი: არავინ აღარ უნდა ახსენოს ბიძინა ივანიშვილი, ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ

ჩვენ უნდა დაგვრჩეს განცდა, რომ კვირიკაშვილი არის ლიდერი, არავინ აღარ უნდა ახსენოს ბიძინა ივანიშვილი, ამას უნდა მივაღწიოთ ჩვენ... მთავარია, ჩვენ დაგრჩეს განცდა, რომ კვირიკაშვილი პირველ რიგში ორი მიმართულებით ახორციელებს თავის ვერტიკალურ აღსრულებას. რას ეფუძნება დღევანდელი ქართული სახელმწიფო? ეს არის ძალოვანი სისტემა და ეს არის ფინანსები. ამ ორი მიმართულებით თუ გაგვიჩნდა ასეთი განცდა, რომ აი, კვირიკაშვილმა დანიშნა ადამიანი, რომელსაც შეუძლია უბრძანოს და მან უნდა შეასრულოს ანუ ვერტიკალშია მასთან განთავსებული, მაშინ ივანიშვილიც დაისვენებს ამდენი ბრალდებისგან და კვირიკაშვილიც გამოჩნდება ნამდვილ ლიდერად. ამ წერტილამდე სანამ არ მივალთ, ამ რეორგანიზიაციაზე ლაპარაკი აბსოლუტურად უაზროა, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ არაჯანსაღ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკურ პროცესს წარმართავს ორი ადამიანი (ასეთი განცდაა) - ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

კომენტარები