რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ზურაბიშვილი: ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა, ჩვენ ყველა მხრივ გვბლოკავს

ყოველთვის შესაძლებელია მოლაპარაკებების გზით შედეგის მიღწევა, ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის საჭიროა ამის მცდელობა. ჩვენ დღეს ვართ დაბლოკილი ამ კუთხითაც. ის ოკუპანტის სტატუსი, რაც რუსეთს მიენიჭა და რაც რეალობის სწორი ასახვაა, ამავე დროს, ჩვენ ყველა მხრივ გვბლოკავს - ანუ ჩვენ ვერ ვმონაწილეობთ იმ მოლაპარაკებებში, რომელშიც ჩვენი უცხოელი მეგობრები, პარტნიორები, იცავენ ჩვენს სუვერენობას, ისინი თავისუფალნი არიან, რომ იგივე ამ ოკუპანტს დაელაპარაკონ და ჩვენ არა, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ იმ ორმხრივს ფორმატს, რომელიც გვაქვს [აბაშიძე-კარასინის]. ეს არის ჩვენი შეზღუდვა, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც არ აპირებს სამხედრო გზით სვლას (და ჩვენ ვიცით, რომ ეს გზა ჩვენი გზა არ არის და ჩემი აზრით, არც არასდროს ყოფილა), ჩვენ ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. ეს [დიპლომატიური გზა] არ არის დათმობის გზა, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული ჯებირები, ამ გზაზე არ შეიძლება, დადიოდნენ ოპოზიციონერები, როგორც სცადა რამდენიმემ თავიანთი პოლიტიკური სტატუსის ასამაღლებლად. ეს დიპლომატიური გზა ქვეყნის შიგნით, ყველა პარტიაში, კარგად უნდა იყოს შეთანხმებული. ეს უნდა იყოს ყველა პარტიის კონსენსუსი, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა და რა არის ჩვენი წითელი ხაზები - ეს არის ის, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების მომზადება და მე არ ვიცი, ამის დრო მოვიდა თუ არა.

მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, კითხვაზე, "შესაძლებელია, მოლაპარაკებებით იმ მიზნის მიღწევა, რაც ქვეყანას სჭირდება"?

კომენტარები