სამინისტროების ოპტიმიზაცია

ციხელაშვილი სამინისტროების ოპტიმიზაციაზე: ჩვენი სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

ყველა სამინისტრო აგრძელებს ფუნქციონირებას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, მათ შორის ჩვენი მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ. ძალიან ბევრი პროექტი მიმდინარეობს, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. სახელმწიფოსთვის შერიგების მიმართულება, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს ასე დარჩება. დღეს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მუშაობს ჩვეულ რეჟიმში.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამინისტროების ოპტიმიზაციაზე.

კომენტარები