სუბარი სამინისტროების ოპტიმიზაციაზე: განსაკუთრებულ ოპტიმიზაციებს არ უნდა ველოდოთ

ძალიან უხერხულია ყოველდღე ჭორებზე კომენტარების გაკეთება. არაფერი სერიოზული არ იგეგმება, მით უმეტეს ამ მიმართულებით. დაველოდოთ არჩევნების მეორე ტურს, შემდეგ პარლამენტის შეკრებას, შემდეგ იქნება მთავრობის დამტკიცება და იქ გავიგებთ ყველაფერს. მგონია, რომ ძალიან ოპტიმალურია ის სტრუქტურა, რომელიც მოქმედებს. თუ ვლაპარაკობთ მთავრობის ზომაზე, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ყველაზე დაბალი დანახარჯებით და მთავრობის ზომით მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ასე რომ, ამ მხრივ განსაკუთრებულ ოპტიმიზაციებს არ უნდა ველოდოთ. მცირეოდენი ცვლილებები და გადახალისება ყოველთვის ხდება და ყოველთვის იქნება მოსალოდნელი. მზად ვარ, ვიყო და ვემსახურო ჩემს სამშობლოს.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სამინისტროთა ოპტიმიზაციაზე.

კომენტარები