პარლამენტი

ინაშვილი: სასარგებლო გადაწყვეტილებებს მივიღებთ, თუნდაც "ოცნების" ინტერესში შედიოდეს

პარლამენტი საერთოდ ის ადგილია, სადაც გინდა/არ გინდა, უნდა ითანამშრომლო სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ მკაფიოდ არის ცნობილი ჩვენი პოზიცია ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებით. ქართულ ოცნებას კი ნუ ექნება იმედი, რომ ჩვენგან მხოლოდ კომფორტი და ყველა საკითხთან მიმართებით მხარდაჭერა ექნება. ეს არ დაუმსახურებია ქართულ ოცნებას. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ვიფიქრებთ, ვიმსჯელებთ, რაც იქნება სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს, ეს რომელი ჯგუფის ინტერესში შევა - ქართული ოცნების თუ სხვა რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციის, გნებავთ. თუ სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის, აუცილებლად დავუჭერთ მხარს.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები