არჩევნები 2016

სააკაშვილი: მეორე ტურზე ჩვენი აქტიურობით უნდა ვაჩვენოთ, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია

უნდა გამოვიყენოთ ყველა საბრძოლო ველი ჩვენი იდეების გასატარებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტი, სახელმწიფო დაწესებულებები, უნდა გამოვიყენოთ ის, რაც დარჩა თავისუფალ ქართულ მედიაში. უნდა გამოვიყენოთ პოლიტიკური საქმიანობის, პროტესტის, აზრების გამოხატვის ყველა მშვიდობიანი ფორმა. ჩვენ ვერ და არ შევეგუებით სიცრუეს და ერთი ტლუ, რუსი დანაშაულებრივი ოლიგარქის მიერ საქართველოს საკუთრებად მიტაცებას. საქართველო ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებს, ამიტომ მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც იბრძვის, მინდა, ვუთხრა ჩვენს მომხრეებს, ჩვენ, მათ შორის მეორე ტურის არჩევნებზე, უნდა ვაჩვენოთ ჩვენი აქტიურობით, რომ ხელები არ ჩამოგვიშვია. ჩვენ უნდა ვუთხრათ ასევე მათ, ვისაც უღალატეს, იმ პარტიებმა, რომელთაც მათ ხმა მისცეს, ამაზე წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ ისინი ფულზე გაყიდული პოლიტიკანები იყვნენ და პოლიტიკასთან არაფერი საერთო არ ჰქონდათ, მაგრამ მათმა ამომრჩეველმა არაფერი არ დააშავა და ვფიქრობ, მეორე ტური არის ასევე ამ ამომრჩევლისთვის მათი პოზიციის დაფიქსირების საშუალება.

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურზე fb გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

კომენტარები