არჩევნები 2016

ხოშტარია: მარცხის შიშით არჩევნებში მონაწილეობის არმიღება არასერიოზულია

ძალიან ბუნებრივი და ჩემთვის სასიამოვნო პროცესია, როდესაც ჩვენ ვართ პარტია, რომელიც გარკვეული განსხვავებული აზრების მიუხედავად ყალიბდება ერთიან გადაწყვეტილებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის პირველი რეაქცია იყო, რომ პარლამენტში არ უნდა შევსულიყავით და მეორე ტურებში არ უნდა მიგევღო მონაწილეობა, ვიმსჯელეთ, გავიაზრეთ, რასთან იყო ეს დაკავშირებული. ემოცია ყველას გვქონდა, პარლამენტში არშესვლა არ იყო თითიდან გამოწოვილი აზრი იმიტომ, რომ ეს უსამართლობის განცდამ გამოიწვია. ცხადია, ძალიან მალე, გააზრების შემდეგ მივხვდით, რომ ეს იქნება ჩვენი ამომრჩევლის ღალატი, არასერიოზული, უპასუხისმგებლო საქციელი. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც სხვა პარტიები ფაქტობრივად, სამწუხაროდ, გაქრა. გაქრა ქართული ოცნების ძალისხმევით. ყველაზე დიდი მოტივაცია, რომ მეორე ტურებში წავსულიყავით, იყო ის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა არ იყოს საკოსტიტუციო უმრავლესობა. მიმაჩნია, რომ თუნდაც მარცხის შიში, თუნდაც იმის შიში, რომ არასამართლიან არჩევნებში შეიძლება დიდი შანსი არ გვქონდეს, პოლიტიკოსის მხრიდან უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობაზე და საკითხის ისე დაყენება, რომ მონაწილეობა მარტო მოგებულ არჩევნებში მიიღოს, ცოტა არასერიოზული მგონია.

ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია ტაბულას გადაცემაში თეორემა.

კომენტარები