არჩევნები 2016

ხოშტარია: შეიძლება იმაზე დაფიქრებაც, როგორი იყო მარცხში სააკაშვილის როლი

არ მიმაჩნია, რომ ის მინუსები, რაც კამპანიას ჰქონდა, უნდა დაბრალდეს მიხეილ სააკაშვილს. პირველ რიგში ჩვენ თავს უნდა დავუკვირდეთ, რა ვერ გავაკეთეთ სწორად. ძალიან არასერიოზულად, უპასუხისმგებლოდ და ამორალურად მიმაჩნია, რომ ხელი გაიშვირო რომელიმე ცალკე აღებული ადამიანისკენ. რაც შეეხება საბოლოო გააზრებას, რატომ ვერ ავიღეთ იმდენი ხმა, რამდენიც გვინდოდა, რატომ ვერ გავიმარჯვეთ არჩევნებში გაყალბების მიუხედავად, ამაზე ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ და პირველ რიგში ჩვენს პასუხისმგებლობაზე უნდა ვიფიქროთ. მათ შორის, შეიძლება იმაზე დაფიქრებაც, როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის როლი, მაგრამ ხელის გაშვერა არასწორად მიმაჩნია.

ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია ტაბულას გადაცემაში თეორემა.

კომენტარები